ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინმა აფხაზეთს საექსპორტო კრედიტზე დავალიანების დაფარვის ვადა 6 წლით გაუზარდა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკას საექსპორტო კრედიტზე დაგროვილი დავალიანების დაფარვის ვადა 6 წლით გაუზარდა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალი ვალდებულებები დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც სოხუმს კრედიტის დაფარვის ვადად 2023 წლიდან 2029 წლამდე განესაზღვრა.

ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც 2010 წელს აფხაზეთის რკინიგზის აღგენისთვის გამოყოფილი კრედიტის გადახდა დე-ფაქტო რესპუბლიკამ დადგენილ ვადებში ვერ შეძლო.

აფხაზეთს ყოველწლიური თანხის ოდენობა 368 მილიონი რუბლიდან 143 მილიონამდე შეუმცირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკამ რუსეთისგან ორი მილიარდი რუბლის სახელმწიფო საექსპორტო კრედიტი 2010 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე მიიღო. თანხა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენას უნდა მოხმარებოდა, თუმცა კრედიტის გამოყენების ვადა 2013 წელს ამოიწურა.

მიმდინარე წლის მარტისთვის აფხაზურმა მხარემ ვალდებულებით ნაკისრი 556,8 მილიონი რუბლი გადაიხადა. დარჩენილი ვალი კი 1,7 მილიარდ რუბლს შეადგენდა.

იტვირთბა....