ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხვალ ნაციონალური მოძრაობა ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დავუჭერთ”

დღეს პლენარულ სხდომაზე ნინო ლომჯარიას მოსმენის შემდეგ, ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ სახალლხო დამცველის კენჭისყრაზე, ენმ ნინო ლომჯარიას მხარს დაუჭერს.

სამადაშვილოს თქმით, მათი მოთხოვნა იყო სახალხო დამცველის პოსტზე ყოფილიყო არასამთავრობოთა მიერ წარდგენილი კანდიდატურა.

„სახალხო დამცველის შესაძლო კანდიდატზე მსჯელობის დაწყებისთანავე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველმა გააჟღერა იდეა, რომ ამ პოზიციაზე უნდა დაინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატი, დღეს ჩვენ მოვუსმინეთ არასამთავრობო ორგანიზაციების მეირ წარდგენილ კანდიდატს, მე ვფიქრობ, მის მიერ წარდგენილი ხედვა ადეკვატურად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს დგას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, „ნაცონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას მხარს დაუჭერენ წარმოდგენილ კანდიდატურას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენს პარლამენტი ხვალ აირჩევს.

ნინო ლომჯარიას ეწინააღმდეგება “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი”.

კანონის თანახმად, საკანონმდებლო ორგანოს ახალი ომბუდსმენის შესარჩევად ვადა 7 დეკემბრამდე აქვს.

იტვირთბა....