ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მესტიაში 70 წლის კაცი ცემისგან გარდაიცვალა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში 70 წლის კაცი ცემისგან გარდაიცვალა. ლენჯერის გამგებელის ვლადიმერ ფილფანის განცხადებით, ნაცემი კაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს.

მესტიის საავადმყოფოს ცნობით, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა 27 ნოემბერს მოხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.

იტვირთბა....