ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლკოვნიკი მაყაშვილი: “ისლამურ სახელმწიფოს”  ჩატაევის მიმართ, გარკვეული კითხვები და ეჭვები გაუჩნდა, რომ ის რუსეთის აგენტი იყო

ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა  დავით მაყაშვილმა გადაცემა “არჩევანში”  ჩართვისას, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის  ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სპეცოპრეციისას ერთ-ერთი ლიკვიდირებული ტერორისტი ახმედ ჩატაევია.

პოლკოვნიკის თქმით, ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოს”  ჩატაევის მიმართ, ბოლო დროს, გარკვეული კითხვები და ეჭვები გაუჩნდა, რომ ის რუსეთის აგენტი იყო. ამის მიზეზი კი პოლკოვნიკის განცხადებით,  ჩატაევის მიერ განხორციელებული  წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარა, რასაც მისი დაჯგუფების 200 კაცი შეეწირა. ამის შემდეგ კი მის აგენტობასთან დაკავშირებით ეჭვი აი სი სი-ს მეთაურებსაც გაუჩნდათ.

მაყიშვილი ამბობს, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურის ჩარევით შეძლო ჩატაევმა დაეტოვებინა სირია და შემდეგ მათივე დახმარებით მოახერხა საქართველოში შემოსვლა, რაშიც მას ქართული სპეცსამსახური დაეხმარა.

თადარიგის პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ჩატაევი მის დაჯგუფებასთან ერთად საქართველოში გამოსაზამთრებლად და ევროპაში ოპერაციების დასაგეგმად შემოიყვანეს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მათი ნაწილი გამოეყენებინათ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას, მისი თქმით ბინა, რომელშიც დაჯგუფების წევრები იმყოფებოდნენ, სპეცსამსახურმა უქირავა მათ. გარე სამყაროსთან მათი კავშირი იყო დუდაევი, რომელიც შსს-ს ოპერატიულ ძებნაში მოხვდა და სწორედ ამ უწყებამ დაიწყო აყვანის სპეცოპერაცია, რაც მედიამაც გააშუქა. ამ პროცესის შესახებ კი სუს-მა დაგვიანებით გაიგო და შემდეგ შეჩერება შეუძლებელი გახდა.

მაყიშვილის თქმით, ჩატაევს ქართულმა სპეცსამსახურებმა უქირავეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბინა და შეასახლეს. როგორც მაყიშვილის განმარტავს, ჩატაევი არ გამოდიოდა სახლიდან, რადგან ის ადვილად ამოსაცნობი იყო. მისივე თქმით, დუდაევი  შსს-ს ოპერატიული ძიების ქვეშ მოხდა მისი დაკავება და მისამართი, სადაც ცხოვრობდა ჩატაევი, ინფორმაცია  შსს-მდე მივიდა.

პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ორი ძალოვანი უწყება შეთანხმდა ბოლომდე გაენადგურებინდათ ტერორისტები ისე, რომ მათი ამოცნობა შეუძლებელი გამხდარიყო.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....