ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2017“-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

წელს კონკურსში მონაწილეობა 427-მა სტუდენტმა მიიღო, დამატებითი კონკურსი იყო გამოცხადებული ონლაინ მონაწილეებისთვის, რომლისთვისც 300-მდე სტუდენტი დარეგისტრირდა.

10 ფინალისტიდან პირველ ადგილზე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ხატია იათაშვილი გავიდა, მეორე ადგილი თსუ-ს სტუდეტს ალექსანდრე კალმახელიძეს ერგო, მესამე ადგილზე კი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ჭუმბურიძე გავიდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია ჯეოსელის ერთობლივი პროექტი წელს მეცხრედ ჩატარდა. “შემოდგომის ლეგენდის“ გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური ასახელებს.

იტვირთბა....