ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარი გავუხსნათ და მერაბიშვილი გარეთ გამოვიდეს”

სტრასბურგის გადაწყვეტილება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას ეხება, -ამის შესახებ “მეტრონომს” უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ განუცხადა:

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარი გავუხსნათ და მერაბიშვილი გარეთ გამოვიდეს. მას აქვს მთელი რიგი ბრალდებები. ეს არის უბრალოდ რამდენიმე დღის ასაწევი თემა.”-განაცხადა ქანთარიამ “მეტრონომთან”.

“მერაბიშვილი VS საქართველოს საქმეზე, სასამართლომ დაადგინა, რომ აპლიკანტის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად იყო გამართლებული, მაგრამ მოგვიანებით არასწორად იქნა გამოყენებულ მასზე ზეწოლის მოსახდენად”- ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა.

სასამართლომ, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, დიდი პალატის 9 წევრმა, საქმეში ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, 8 კი წინააღმდეგ წავიდა.

„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას. ადგილი ჰქონდა მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი“, – ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მე-18 მუხლის დარღვევა გულისხმობს იმას, რომ პირის დაკავება არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, რასაც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს.

 

“სტრასბუგმა ცალსახად უარყო, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია”

 

იტვირთბა....