აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მექა ხანგოშვილი: „ჩეჩნები ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერაქტს არასდროს მოაწყობენ“  

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი, მექა ხანგოშვილი „მეტრონომთან“ამბობს, რომ თუ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირებს შორის ახმედ ჩატაევია და ის ქართულმა სპეცსამსახურებმა  ქვეყანაში შემოიტყუეს, დიდი შეცდომაა. მისი აზრით, სულელური და გაუთვალისწინებელი ქმედებაა, როდესაც ამ დონის ტერორისტებს ქვეყანაში უშვებ, შემდეგ ისინი შეიარაღებას ახერხებენ და ამ ყველაფრის შედეგად საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოებას კითხვის ქვეშ აყენებ.

ხანგოშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია,  ახმედ ჩატაევი საქართველოში ტერაქტს გეგმავდა. მისი აზრით, ის ალბათ, სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებდა და საქართველოში დროებით  იყო გაჩერებული.

ხანგოშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც 2013 წელს ახმედ  ჩატაევის საქართველოს ციხიდან გათავისუფლების მომხრე იყო. მისი აზრით, მაშინ ჩატაევი წაყენებული ბრალდებებიდან არცერთში დამნაშავე არ ყოფილა. ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს მხოლოდ მომლაპარაკებლის როლს ასრულებდა.

„არ მინახავს არც ფოტოები და არც ლიკვიდაციის კადრები. დიდი ალბათობი გამოვრიცხავ, რომ ჩატაევის საქართველოში ყოფილიყო. თუმცა თუ მართლა ის არის, მაშინ ქართულმა სპეცსამასახურებმა დიდი შეცდომა დაუშვეს მისი  საქართველოში შემოტყუებით. ამით საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება კითხვის ქვეშ დააყენეს. მგონია, რომ ჩატაევი საქართველოში არანაირ ტერაქტს არ აპირებდა.

წარმოუდგენელია, რომ ჩეჩნებმა მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქეები დახოცონ. არც შურისძიების ვერსიას არ ვეთანხმები. ხალხში პანიკის დათესვა არ შეიძლება. ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ ხელს არ აწევენ. თუ ეს ჩატაევია მას ალბათ სხვა ქვეყანაში გადასვლა უნდოდა. არ ვიცი ამდენი იარაღის მიტანა როგორ შეძელს, რთულია ამაზე დასკვნების გაკეთება.

დღესაც ვფიქრობ, რომ 2013 წელს ახმედ ჩატაევი ქართულ მახრეს უნდა გაეშვა, რადგანაც ის ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დამნაშავე არ ყოფილა. ამიტომ დღესაც იგივეს გავაკეთებ და მის გათავისუფლებას მოვითხოვდი. ჩატაევის  ცოლ-შვილის  შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ისინი პანკისში კი ცხოვრობენ, მაგრამ მის ცოლს ჩემთან დაკავშირება რასდროს უცდია“,-ამბობს ხანგოშვილი „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ,  21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....