ახალი ამბები მთავარი სამართალი

სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი ლიკვიდირებული შესაძლოა, ადამ-გურამ გუმაშვილი იყოს

22 თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ პირებს შორის შესაძლოა, ერთ-ერთი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრი ადამ-გურამ გუმაშვილი იყოს. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა.

გუმაშვილის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.  გუმაშვილი “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებამდე საქართველოს მოქალაქე იყო. ის წარმოშობით, სოფელ ჯოყოლოდან იყო. სულთან გუმაშვილი 2013 წელს 18 წლის ასაკში სირიაში მამასთან ერთად წავიდა თუმცა 2015 წლის აგვისტოში ის შეტაკებების დროს გარდაიცვალა.  ადამ – გურამ გუმაშვილის მამა სულეიმან გუმაშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთი პირველი თავმჯდომარე იყო.

სულთან გუმაშვილის გარდაცვალების ფაქტს საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებდა. სირიაში გარდაცვლილი ადამ გუმაშვილის ვაჟი საქართველოში არ ჩამოუსვენებიათ, ის სირიაშია დაკრძალული.

ადამ გუმაშვილს საქართველო ასევე, 2016 წლის ივლისში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერით იცნობს, სადაც  რუსლან ტოხაშვილთან ერთად თანასოფლელებს და ნათესავებს გაუგზავნა და მათ უსაყვედურა, რომ მათ არ ჰქონდათ სურვილი, “რწმენისთვის ებრძოლათ”.

ტოხაშვილი აუდიო ჩანაწერში მოუწოდებდა თანასოფლელებს, რომ თუ მათ არ სურდათ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში ბრძოლა, შეეძლოთ მიმხრობოდნენ ჯაბხატ-ან- მუსრას. ის ასევე იმუქრებოდა რომ “ისლამური სახელმწიფო” “ძალიან მალე მივიდოდა საქართველომდე და ჩეჩნეთამდე”.

კიდევ ერთ აუდიო ჩანაწერში გურამ-ადამ გუმაშვილი საუბრობდა, რომ პანკისის ხეობაში ხშირად საუბრობენ “ურწმუნეობთან ისლამზე და იუდაიზმზე”.

ადამ- გურამ გუმაშვილის ფოტო “პირველ რადიოს” ექსპერტმა და ჟურნალისტმა ნინო ბურჭულაძემ მიაწოდა.

შეგახსენებთ,  21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....