ახალი ამბები მთავარი სამართალი

როგორ და რითი აიფეთქა თავი ახმეტ ჩატაევმა

ანალიტიკოსმა ნინო ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაშიარ არ გამორიცხა, რომ აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა. მისი თქმით, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა.

“არ არის გამორიცხული, აჰმედ ჩატაევს თავი შაჰიდის ქამრით აეფეთქებინა” – განაცხადა ბურჭულაძემ. მისი განცხადებით, ვერავინ დაიჯერებს, რომ შაჰიდის ქამარი აჰმედ ჩატაევმა იმ წუთში მოამზადა, რომ მერე თავი აეფეთქებინა.

“თუ არსებობდა ნამდვილად შაჰიდის ქამარი, დარწმუნებული ვარ, ის ერთი არ იქნებოდა და ტერორისტული აქტი, რომელსაც, სავარაუდოდ, ისინი გეგმავდნენ და ამაზე უსაფრთხოების სამსახური გაავრცელებს ინფორმაციას, შესაძლოა თვითმკვლელთა მონაწილეობით ჩატარებულიყო. თვითმკვლელების მონაწილეობით ტერორისტული აქტი იმას ნიშნავს, რომ მსხვერპლი იქნებოდა მრავალრიცხოვანი“, – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ,  21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....