ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჰენრიკ ჰოლოლეი: საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის

ეროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვედა.

ჰენრიკ ჰოლოლეი საქართველოში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იმყოფება.

28 ნოემბერს ევროკომისარი მონაწილეობას პანელში „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა“ მიიღებს. ის ასევე შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წევრებთან. ჰოლოლეი საქართველოსთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს დადებითად აფასებს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„მოხარული ვარ, რომ ამ მიმართულებით ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ჩვენ ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ. საქართველო ამჟამად ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის გრანდიოზული პროექტს ახორციელებს – აქ შენდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი და ანაკლიის პორტი, რომელის ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია. აღსანიშნავია, ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. შესაბამისად, ტრანსპორტის ყველა მიმართულება პრიორიტეტულია და ინვესტიციებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის“, – აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

მისი ინფორმაციით, დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრისას ასევე საქტრანსპორტის განვითარების ინფრასტრუქტურის თემას შეეხო, კერძოდ, თუ რა სახის დახმარება შეიძლება ევროკავშირმა შესთავაზოს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე – როგორ უნდა იმოქმედონ ერთობლივად საქართველო და ევროკომისიამ, რათა ყველა ეს პროექტი წარმატებულად განცხორციელდეს.

„ასევე იმისათვის, რომ საქართველომ, როგორც საიმედო პარტნიორმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობებში როგორც ლოგისტიკური, ისე ტრანზიტის (გადაზიდვების, ტრანსპორტირების) კუთხით“, – აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

იტვირთბა....