aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აქციაზე მესტიის მერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში გამართული საპროტესტო აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლახამულას თემის მოსახლეობა გამგებლისგან კონკრეტულ თარიღს ითხოვდა, თუ როდის მოხდება სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ადგილობრივები ჰესის მშენებელი კომპანიისგან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებასა და სოფელში ელექტროგადამცემი ბოძების შეცვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებს გზის მთავარი მაგისტრალი ამდრომდე გადაკეტილი აქვთ და მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

იტვირთბა....