ჩოხატაურის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტომანქანა 17 წლის მოზარს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მან გზაზე გადაირბინა და მანქანამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო. ინფორმაციას ავარიის შესახებ “გურიანიუსი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მას პირველადი დათვალიერებით ფეხები აქვს მოტეხილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.