ახალი ამბები

აბრეშუმის გზის ფორუმზე აზერბაიჯანის ტექნოლოგიების მინისტრი ერთ-ერთი სპიკერი იქნება

28-29 ნოემბერს “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ესტუმრებიან, მათ შორის არიან მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი და სლოვენიის ვიცე-პრემიერი კარლ ერიავეცი.

28 ნოემბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პანელის ერთ-ერთი სპიკერი აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი რამინ გულუზადე იქნება.

რამინ გულუზადე 2017 წლის 13 თებერვლიდან იკავებს აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კომუნიკაციებსა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრის თანამდებობას.

შეგახსენებთ, რომ “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს” საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრებმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებმა.

იტვირთბა....