ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ივანე გოლაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვას ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრნენ.

ივანე გოლაშვილის პანაშვიდი, დილიდან, ქაშუეთის ტაძარში მიმდიანრეობდა. დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, რომ ივანე გოლაშვილი 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორცილებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

იტვირთბა....