ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მთავრობა “ლეოგრანდში” ხანძრის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს დაფარავს.

„ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, თუ რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა მწუხარება და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა.

იტვირთბა....