“ლეოგრანდში” ხანძრის დროს გარდაცვლილი ირანის მოქალაქის ძმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. გარდაცვლილის ძმა აცხადებს, რომ უქმე დღის გამო ცხედარს სამშობლოში ვერ ატანენ. გარდაცვლილის ძმამ საკითხის გარკვევის მიზნით პოლიციას მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს.
ირანის მოქალაქის თქმით, მისი ძმა ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.