ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ვახტანგ გომელაური: ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს ჩატაევი იყოს მოკლული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას.

ეჭვი არის, რომ ჩატაევი შეიძლება იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ, როცა გაკეთდება ანალიზი, გვექნება ზუსტი პასუხი ჩატაევი იყო თუ არა”,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

იტვირთბა....