დილიდან, ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდის” შესასვლელში მოქალაქეები სანთლებს ანთებენ და ყვავილებს ტოვებენ.
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.
ფოტო: ნანუკა ქაჯაია