ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირმა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო

რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ევროკავშირმა დამატებით 3 მილიონ ევროზე მეტი გამოყო.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სტრატეგიულ საკითხებზე მომუშავე ოპერატიული ჯგუფი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონ 100 ათას ევროს მიიღებს.

2018 წლიდან დაიწყება ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. როგორც ცნობილი გახდა, თანხები რუსული მედიის მონიტორინგის გაუმჯობესებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 2015 წელს დაიწყო. ოპერატიული ჯგუფი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 14 თანამშრომელს აერთიანებს.

იტვირთბა....