ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს: ექსპერტების მიერ “ლეოგრანდის” ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს

სასტუმრო „ლეოგრანდში“ შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ამ დრომდე მიმდინარეობს. ასევე, ჩატარებულია ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება ექსპერტ-კრიმინალისტების და გამომძიებლების მიერ. ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს გამოკითხვები და სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....