მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო-პროფესიული სასწავლებლის ყოფილი შენობა აუქციონზე გაიყიდება. აუქციონის პირობების მიხედვით, ქონების საწყისი ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენს და მის მომავალ მფლობელს სასტუმროს ასაშენებლად მინიმუმ 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება მოუწევს.
პროექტის ფარგლებში “50 ქონება შენი სასტუმროსთვის”, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ, მინიმუმ 80 ნომრიანი სასტუმროს მოწყობის მიზნით ელექტრონული აუქციონი უკვე გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში არსებული მდგომარეობით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 58 200 000 ლარს შეადგენს.