ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეხანძრე: “ლეოგრანდში” ცეცხლის კერა, სავარაუდოდ, სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა

თვითმხილველების თქმით, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გაჩენისა და ევაკუაციის შემდეგ შუქი გაითიშა.

სასტუმროს ზოგიერთი პერსონალის ამბობს, რომ ელექტროენერგიის გათიშვამ ლიფტისა და ნომრის კარების პარალიზება გამოიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის წარმომადგენლის თქმით, კი კომპანიას შუქი ხანძრის გამო არ გამოურთავს. ელექტროენერგია ადგილზე, სასტუმროში გათიშეს.

“ელექტროენერგია ითიშება, მაგრამ ავარიულ განათებას და სახანძრო დანადგარებს რაც შეეხება, ასეთ დროს მუშაობს ცალკე რეჟიმი. სასტუმროს საევაკუაციო გზებში ავარიული განათება იყო, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ეს ავარიული განათება არ იყო საკმარისი და მეხანძრეებს სპეციალური ფანრების გამოყენება დაგვჭირდა. ცეცხლსაქრობი ბალონები ხელმისაწვდომ ადგილებზე კი იყო, მაგრამ მეხანძრეებს არ გვისარგებლია, რადგან გვქონდა წყლის ჭავლი და სხვა საშუალებები”, – ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე.

მეხანძრისვე თქმით, ცეცხლის კერა სასტუმროს საქვაბეში გაჩნდა, სადაც გათბობისა და ვენტილაციის დანადგარებია განთავსებული.

იტვირთბა....