საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა.
დავით სერგეენკომ მედიასთან აღნიშნა, რომ დაშავებულებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხარჯები აუნაზღაურდებათ.
კლინიკიდან უკვე გაწერეს 7 პაციენტი. ამ დროისთვის ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება მხოლოდ 70 წლამდე ასაკის მამაკაცი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.