როგორც ცნობილი გახდა, სილამაზის კონკურსი “მის საქართველო 2017” გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძარია. სწორედ ეს სასტუმრო მასპინძლობდა კონკურსის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
კონკურსის ორგანიზატორის ია კიწმარიშვილის თქმით, ყველა მონაწილე ხანძარს უვნებელი გადაურჩა.
“მის საქართველო 2017” 26 ნოემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში უნდა გამართულიყო.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო “ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი.