ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი “ლეოგრანდში” მომხდარ ტრაგედიაზე კომენტარს აკეთებს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ლევან მაისურაძე სასტუმრო “ლეოგრანდში” დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და მომხდარ ტრაგედიაზე მედიასთან კომენატრს აკეთებს.

“უპირველეს ყოვლისა მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. გარდაცვლილია 11 ადამიანი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 243-ე მუხლით, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სალიკვიდაციო და სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დეპარტამენტი, გურიის სახანძრო-სამაშელო სამსახური, ასევე სამეგრელოს და იმერეთის სახანძროები, რომლებმაც მოახერხეს 100-120 კაცის გამოყვანა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიებას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, შესაბამისად კანონის უმკაცრესი ზომები იქნება ყველაფერზე გატარებული”, – აღნიშნა ლევან მაისურაძემ.

იტვირთბა....