ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ვიცე-მერი: “ლეოგრანდი” სახანძრო სისტემის გაუმართაობის გამო დაჯარიმებული იყო

როგორც ცნობილი გახდა, სასტუმრო „ლეოგრანდი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე თვის წინ დააჯარიმა.

ბათუმის ვიცე-მერი, თენგო პეტრიძე ადასტურებს, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სწორედ სახანძრო სისტემების გაუმართაობის გამო დაჯარიმდა.

“როგორც ჩვენთვის ცნობილი არის იყო დაჯარიმებული, ხოლო რაც შეეხება სხვა მიზეზებს, დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ… დაჯარიმებული იყო სხვადასხვა დარღვევის გამო,” – აღნიშნა ვიცე-მერმა.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროში ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა. სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.

იტვირთბა....