ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონში სროლის გამო დაკეტილი მეტროსადგურები გაიხსნა

ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩა ოქსფორდზე საათნახევრიანი ევაკუაციისა და საგანგებო სიტუაციის შემდეგ, მეტროპოლიტენის სადგური Oxford Circus გაიხსნა, თუმცა პოლიცია კვლავ მობილიზებულია.

შეგახსენებთ, რომ უცნობმა პირმა ლონდონში ცეცხლი მეტროსადგურ Oxford Circus-ის ტერიტორიაზე გახსნა. ოქსფორდ სტრიტზე საყოველთაო ფასდაკლება Black Friday-ზე დღეს ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ევაკუაციის დროს მათ თავი მაღაზიებსა და კაფეებს შეაფარეს.

იტვირთბა....