ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს ბათუმში, “ლეოგრანდში” ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე-მაშველი.

სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს.ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება”, – ნათქვამია გვრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავდა 10 ადამიანი, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, რომელთა ცხედრები ბათუმის სამხარაულის სახელობის პროზექტურაშია გადასვეებული. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახურის 16-მდე მანქანა და 100-მდე მეხანძრე მაშველი.

იტვირთბა....