aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონში სროლის გამო საგანგებო ვითარებაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უცნობმა პირმა ლონდონში ცეცხლი მეტროსადგურ Oxford Circus-ის ტერიტორიაზე გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად აავინ დაშავებულა. მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობუსების გაჩერება ევაკუირებულია.ორი მეტროსადგური – “ოქსფორდ სერკუსი“ და “ბონდ სტრიტი“ კი დაიკეტა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმხილველები წერდნენ, რომ ევაკუაციის დროს მოქალაქეების ნაწილმა თავი კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარა.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მეტროპოლიტენის სადგურში რამდენიმე სპეცრაზმელიც გამოჩნდა.

ტერაქტზე განცხადება პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია.

იტვირთბა....