ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდიდან”, რომელშიც რამდენიმე წუთის წინ ხანძარი გაჩნდა, ადამიანები გამოჰყავთ. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
გავრცელებულ ინფორმაციით, სასტუმროში “მის საქართველოს” მონაწილე გოგოები იმყოფებოდნენ. მათი ხელმძღვანელის ია კიწმარიშვილის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან.
გაჩენილი ხანძრის გამო სასწრაფი სამედიცინო ბრიგადამ სამ ადამიანს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია. სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებმა კვამლი ჩაყლაპეს და მათ ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ.
ამ დრომდე სასტუმრო “ლეოგრანდთან” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში 10-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა და 60-მდე მეხანძრე მაშველია მობილიზებული.