საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველის პოსტზე შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანი ნინო ლომჯარიაზე შეაჩერეს.
სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლომჯარიას გარდა, თამარ ქალდანის, სოფო ჯაფარიძის, ვახუშტი მენაბდის, სოფო ხორგუანის, ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურები იხილებოდა.
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე იყო. მანამდე კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველს პარლამენტი 5 წლით ირჩევს. უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.