ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ტერეზა მეიმ პრემიერს დაღუპული სპეცრაზმელის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა.

ტერეზა მეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისში, 22 ნოემბერს, სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვერდაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობასა და აქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული “უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომლის ფარგლებში განხილული თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით იყო.

პრემიერ-მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იტვირთბა....