ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“მივმართავ ორივეს, წარმოადგინეთ ერთი მტკიცებულება მაინც”: ბესელია გვარამიას და ჟორჟოლიანს მიმართავს

დეპუტატი ეკა ბესელია, “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პასუხობს.

“ყველაფერს აქვს საზღვარი გვარამიას გარდა, რომელსაც აყვა ცილისწამებაში ნანუკა ჟორჟოლიანი.
რასაც წერენ არის უტიფარი ტყუილი, არცერთი ეს გვარი რომელიც დაწერეს, არ გათავისუფლებულა პოლიტიკური პატიმრის, არც დევნილის სტატუსით. არც ერთს არ შეხებია პერსონალურად რაიმე სახის გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან.
მივმართავ ორივეს – წარმოადგინეთ ერთი მტკიცებულება მაინც იმის დასტურად, რაც დაწერეთ საჯაროდ” – მიმართავს ბესელია გვარამიას.

შეგახსენებთ, გვარამიამ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ეკა ბესელიას მოიხსენიებს, როგორც ტერორისტების გარეთ გამომშვებს:

“თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ ალ შიშანი – ამნისტიით გამოუშვა ეკა ბესელიამ. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, isis-ის სამხედრო მინისტრი გახდა. მსხვერპლი – რამდენიმე ათასი მშვიდობიანი ადამიანი.
‭აჰმედ ჩატაევი, იგივე ცალხელა აჰმედი – ქართული ოცნების ღია და ფარული ზეწოლის შედეგად, სასამართლოს მიერ გირაოთი გამოვიდა (ტერორიზმში !! ბრალდებული უცხო ქვეყნის !! მოქალაქე). გაუშვეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ (!!!), ავსტრიაში სამკურნალოდ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით კი პროკურატურის მიერ ბრალი საერთოდ მოეხსნა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ააფეთქა ათათურქის აეროპორტი, იბრძოდა isis მხარეს. მსხვერპლი – რამდენიმე ასეული მშვიდობიანი ადამიანი.

აი, ამ ტერორისტების გარეთ გაშვებაზე და კვლავ ტერორისტულ საქმიანობაში, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე, ჩართვაში პასუხისმგებელი პირები აუცილებლად მძიმედ დაისჯებიან, თან საერთაშორისო ზეწოლით. და სულ ტყუილად აქვს ქალბატონ ბესელიას და მასთან ერთად ამ ყველაფერში ჩართულთ იმედი, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იკმარებენ, ან პოლიტიკური ამნისტია გადაარჩენთ. ტერორიზმის ხელშეწყობას არ პატიობენ”. – დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიამ.

 

იტვირთბა....