ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტერორიზმში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

ტერორიზმში ბრალებულ რუსეთის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.  ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ არ გაამჟღავნა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვინაობა და აღნიშნა რომ პროცესი სწორედ მისი მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.

ქარქაშაძე აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

“მისი განცხადებით არანაირი შეხება ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ აქვს. ეს პიროვნება დაკავებულია მანამდე, იმ ადგილიდან მოშორებით, სადაც სპეცოპერაცია მოხდა”- აღნიშნა ადვოკატმა.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინიციალებს ასახელებს, ეს არს  ს.დ. და აღნიშნავს, რომ ის რუსეთის მოქალაქეა.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

 

 

იტვირთბა....