ახალი ამბები მთავარი სამართალი

“საუბარი, რომ ქართულმა მხარემ ტერორისტების შესახებ უცხო ქვეყნისგან შეიტყო, ეს პრობლემა რატომ არის?!”

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში და გენერალი ამირან სალუქვაძე “მეტრონომთან” აცხადებს, რომ არის თუ არა გარდაცვლილ ტერორისტებს შორის ახმეტ ჩატაევი, ამაზე წინასწარ საუბარი რთულია. მისი თქმით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს. მისი აზრით, აბსურდია ვერსია, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს ხელი არა აქვს და ეს არის არგუმენტი, არასერიოზულია, რადგანაც შესაძლოა დამნაშავეს ხელი აფეთქების დროსაც დაეკარგა.

სალუქვაძის განცხადებით, რატომ არ ხდება ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით ტერორისზმში ეჭვმიტანილი და გარდაცვლილების ვნაობის გასაჯაროება, ეს ქვეყნის და გამოძიების გადასაწყვეტია. მისი აზრით, ვინაობის გამხელა არ გამხელაზე კონკრეტულად გადაწყვეტილებას  თავად უსაფრთხოების სამსახურები იღებენ, რომელსაც რისკების და ანალიზის შემდეგ წყვეტენ.

“ერთია,  უსაფრთხოების სამსახურს ვისგან და საიდან ჰქონდა ამ ადამიანების შესახებ ინფორმაციები. ამასაც მნიშვნელობა აქვს ეს იყო ოპერატიული,  კონკრეტული წყაროს მიწოდებული თუ სხვა ქვეყნისგან მიღებული ინფორმაცია. ხომ შეიძლება უბრალო მოქალაქემაც დარეკა, რადგანაც მისი მეზობლების საქციელი საეჭვოდ მიიჩნია. ამასაც დიდი მნიშვნელობა  აქვს. ამიტომ არის, რომ გამოძიებამდე წინასწარ დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ.

რატომ  გადაწყდა სასწრაფოდ კორპუსში, მჭიდრო დასახლებულ ადგილას სპეცოპერაცია, ამაზე კვალიფიციური პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რისი საფრთხის წინაშე ვიდექით. როგორც  მთელი ამ ოპერაციის მიმდინარეობისას ჩანდა, ქართულ სპეცსამსახურებს მათი ლიკვიდაცია არ სურდა და სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდოდა, მაგრამ არ დანებდნენ და საპასუხოდ ცეცხლი გაუხსნეს.  ამის გამო, მიიღოს შტურმის გადაწყვეტილება.

რაც ეხება ვინაობის დასახელებას, ეს გამოძიების და ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა მათი ვინაობა უკვე ცნობილიც არის, თუმცა ალბათ ართვლიან საჭიროდ რომ გაახმაურონ, რადგანაც მოხდეს მათი საქართველოში ან მეზობელ ქვეყნებში არსებული კავშირების დადგენა.

მართალია გაიგებდნენ ამ ამბის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად ვინაობა არავინ იცის. ალბათ აქვს საქართველოს მხარეს ინფორმაციები, რომ არსებობს გარკვეული საჭიროება, მათი ვინაობა არ გახმაურდეს. უამრავი ნიუანსია დასადგენი და მხოლოდ ამის შემდეგ  უნდა მოხდეს გახმაურება. ვინაობის დასახელება ზოგჯერ მომგებიანია, ზოგჯერ წამგებიანი”,-ამბობს სალუქვაძე”მეტრონომთან”.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ ამ პირების შესახებ ქართულმა მხარემ რომელიმე ქვეყნისგან შეიტყო, მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობაა, რომ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების დაკნინება მოხდეს. სალუქვაძე აცხადებს, რომ საკუთარი სამშობლო არ უნდა გიყვარდეს, რომ მსგავსი განცხადებები აკეთო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ტერორისტებთან ბრძოლაში ნებისმიერი წამყვანი ევროპული ქვეყნები და დასავლეთი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ახდენენ. ეს ჩვეულებრივი პარტნიორობა და თანამშრომლობაა, რაზეც აპელირება გენერლის აზრით, სერიოზულ უცოდინრობასთან არის დაკავშირებული.

“თუ ჩვენმა ქვეყანამ, რომელიმე მეზობლის ან პარტნიორის დახმარებით რაღაც კონკრეტული ინფორმაციები მიიღო, ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია. ეს არის ჩვეულებრივი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი.

ესეგი ისინი მუშაობენ და სვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან კონტაქტი აქვთ. ტერორიზმის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფო ვალდებულია, რომ ითანამშრომლოს. მითუმეტეს საქართველო ბევრ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში იღებს მონაწილეობას.  რაც შეეხება ტერორისტების საქართველოში უსაფრთხოდ შემოსვლას, ესეც მსოფლიოს ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა.

მიგრაციის საკითხი ყველა ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც ამ კუთხითაც კრიტიკა ცოტა თითიდან გამოწოვილი საკითხია. საზღვრებს ამის გამო ვერ დავხურავთ, ამის საწინააღმდეგოდ ქართულმა სპეცსამსახურებმა აქტიურად უნდა იმუშაონ. მანამდე ყველაფერი ვერსიების დონეზეა და ბევრი პოლიტიკოსის განცხადებები რბილათ, რომ ვთქვათ თითიდან გამოწოვილია”,-ამბობს სალუქვაძე “მეტრონომთან”.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....