თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულის სპეოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ვანო გოლოშვილის მეუღლე თამარ ხელაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ის წერს: ,,ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ -შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია,მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს… მადლობა ყველას თანაგძნობისთვის”.
გაზეთი “მეტრონომის” რედაქცია უსამძიმრებს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს, მის ახლობლებს და მეგობრებს და სულითა და გულით იზიარებს ღრმა მწუხარებას.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.