გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, რეგიონებში ძლიერ ნალექს ელოდებიან. მთაში ზვავებისა და ღვარცოფების საშიშროებაა, შავ ზღვაზე კი შტორმი იქნება:
„საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება. ნალექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელია ზვავების ფორმირება და ღვარცოფულ – მეწყერული წარმონაქმნები. ამის გამო შესაძლებელია, კვლავ შავ ზღვაზე იყოს 4-5 ბალიანი შტორმი,“ – განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.
დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება თბილისშიც. თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, დღეიდან თბილისში ნალექი შეწყდება.