ახალი ამბები მთავარი სამართალი

საიდან გაჩნდა არსენალი 3-ოთახიან ბინაში – მამუკა არეშიძე საკუთარ ვერსიას ამბობს

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ, ტელეკომპანია “იბერიაში”, კერძოდ გადაცემა “ფაბრიკაში” თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა. კერძოდ ის შეეხო იარაღის თემას, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰქონდათ ტერორიზმში ბრალდებულ პირებს ბინაში.

საიდან გაჩნდა ასეთი რაოდენობის იარაღი ბინაში და რა საფრთხეებზე შეიძლება საუბარი? არის თუ არა საშიშროება მომავალში? – ეს ის კითხვებია, რომელიც მრავალჯერ ისმის სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.

“არსებობს თამაშის წესები, რომლის დარღვევა ხშირ შემთხვევებში ხელისუფლებას უჭირს. ამ თამაშის წესებს ჰქვია, მაგალითად ადამიანის უფლებების დაცვა. ტერორიზმთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა ერთდროულად, ძალიან რთულია.” – აცხადებს მამუკა არეშიძე.

კითხვაზე, საიდან შეიძლება გაჩენილიყო ასეთი რაოდენობის არსენალი ბინაში, არეშიძემ ვერსიების დონეზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ იარაღის დაგროვება ბინაში გარკვეული დროის განმავლობაში თავად ქვეყნის შიგნით მომხდარიყო.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....