გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალთა მიმართ ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის სტატისტიკაზე ისაუბრა.
ინფორმაციას გაერო-ს ახალი ამბების ცენტრი ავრცელებს.
“მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლია ერთი ფორმით: 750 მილიონი გოგონა 18 წლამდე ქორწინდება, ხოლო 250 მილიონზე მეტი გენიტალური დასახიჩრების მსხვერპლია”, – განაცხადა მან.
მისი განმარტებით, ქალებთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლაა საჭირო.
“ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნების, რეგიონებისა და თემების დონეზე …”, – განაცხადა გუტერიშმა. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე პოლიტიკოს და უფლებადამცველ ქალთა მიმართ ძალადობა დაგმო. გუტერიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სექსუალური ძალადობა განსაკუთრებით ხშირი შეიარაღებული კონფლიქტის ზონაშია.
როგორც გაერო აღნიშნავს, ქალთა მიმართ ძალადობა უფრო აშკარა ხდება.
„ასეთი ძალადობა პატრიალქალიზმისა და შოვინიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქალების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მისი შედეგები გავლენას ახდენს ოჯახზე, მთელ თემსა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ცოტა ხნის წინ სამუშაო ადგილებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში სექსუალური ძალადობის თაობაზე ანგარიშები გამოქვეყნდა. ეს გვიჩვენებს, თუ რამდენად გავრცელებულია ამ ფორმით სექსუალური ძალადობა “, – განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა.
ანტონიო გუტერიშის თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში დებატების დროს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ინიციატივის შესახებ განაცხადეს, რომელც მიზნად ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს.