“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გუშინდელ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
“სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. ხელისუფლებამაც თავი უნდა შეიკავოს რომ ოპოზიციასთან კინკლაობის თემად გახადოს ეს და ოპოზიციაც ძალიან პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ, რომ ქულების ჩაწერაზე არ ვიყოთ ორიენტირებული.კითხვები რაც არის ძალიან ლეგიტიმური კითხვებია და საჭირო კითხვებია, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს.
ჯერ ფაქტები არ ვიცით რომ გავაკეთოთ სათანადო შეფასებები .რა ტიპის საფრთხესთან გვაქვს საქმე, რა ტიპის ჯგუფი იყო, როგორ შემოვდა ეს ჯგუფი და სამომავლოდ რამე საფრთხე ხომ არ არის . რაღაც ნაწილის საქმის შეიძლება ვერ გახდეს საჯარო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ამ დონეზე არაფრის ცოდნა არ არის დამაკმაყოფილებელი არც საზოგადოებისითვის და არც ქვეყნისთვის” – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარდა დაახლოებით 20-საათიანი სპეცოპერაცია.