პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მეუფე შიო პირველ კომენტარს მედიასთან აკეთებს.
“ნამდვილად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან ვღელავ. ერთი მხრივ, დიდი სიხარულია რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მადლისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ლოცვა-კურთხევის.
ვერ გეტყვით, რატომ მიიღო ამ ფორმით ჩემი დასახელების გადაწყვეტილება. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია. მეტის თქმა არ შემიძლია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება. არ მახსოვს, ჩვენ ისტორიაში ასეთი ფაქტი მომხდარიყოს. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რა ვალდებულებები მექნება”, -აღნიშნა მეუფე შიომ.