ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი წარადგინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე წარადგინა.

მინისტრის თქმით, საპატრულო პოლიცია შსს-ს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, რომელიც ყოველთვის იცავს მოსახლეობის უსაფრთხოებას და ყოველთვის ხალხის გვერდითაა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს.

იტვირთბა....