ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენიმე სასტუმრო და კერძო პირი მზადაა სპეცოპერაციისას დაზარებულებს უსასყიდლოდ ფართი დაუთმოს

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ არაერთმა სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ ფართის დათმობის მზაობა.

“მას შემდეგ რაც თბილისის მერმა განცხადება გააკეთა და გაბრიელ სალოსის გამზირის მოსახლეობას თავშესაფარი შესთავაზა, არაერთმა სასტუმრომ და კერძო პირმა გამოთქვა დაზარალებულთათვის უსასყიდლოდ ფართის დათმობის მზაობა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დაუკავშირდეს გამგეობას შემდეგ ნომრებზე: 2 375029, 599 537040 ; ასევე დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222”, – წერს მანანა თოქმაჯაშვილი სოციალ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....