ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

სპეცოპერაციისას დაზარალებულმა ორმა ოჯახმა ისნის გამგეობას მიმართა

ისნის რაიონის გამგეობის ცნობით, დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა ორმა ოჯახმა მიმართა. ისინი გამგეობას ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდნენ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მერი მოუწოდებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს, ვისაც საცხოვრებლის დატოვება მოუწია და არ აქვს ღამის გასათევი ადგილი, დროულად მიმართოს ისნის რაიონის გამგეობას.

კახა კალაძე გუნდთან ერთად მივიდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....