ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

თბილისის მერია სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

კახა კალაძე გუნდთან ერთად მივიდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

მან განცხადება გააკეთა მედიისთვისაც, სადაც ქალაქის მერმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს, ადგილობრივ მცხოვრებელებს კი მხარდაჭერას და დახმარებას კიდევ ერთხელ დაჰპირდა.

“თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ პირებს დაეხმარებიან”, – განაცხადა კალაზემ.

თბილისის მერი ამჯერად საავადმყოფოში დაჭრილი სპეცრაზმელების მოსანახულებლად მიდის.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....