კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე “მეტრონომთან” გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას აფასებს. მისი თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სახლში გამაგრებული ტერორისტები რუსეთის მოქალაქე ჩრდილო კავკასიელები არიან.
მისი განცხადებით, დიდი ალბათობი აღნიშნული პირები, საქართველოს ტრანზიტად იყენებდნენ, თუმცა რუსეთში მიდიოდნენ თუ უკან ბრუნდებოდნენ უცნობია. კავკასიოლოგი ამბობს, რომ სახლი, რომელშიც ტერორისტები არიან გამაგრებული, პანკისის მკვიდრს ეკუთვნის, რომელსაც სახლი მათზე ჰქონდა მიქირავებული. კვახაძის აზრით, სპეცოპერაცია სპონტანურად დაგეგმილს ჰგავს, რადგანაც მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია დილას კიდევ მიმდინარეობდა.
“რთულია დეტალებზე საუბარი, როდესაც მწირი ინფორმაცია გვაქვს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სპეცამსახურები მსგავსი სახის წინააღმდეგობის გაწევას არ ელოდა, რადგანაც მოსახლეობის ევაკუაცია წუხელვე არ მოხდა. ჩნდება კითხვები, როგორ მოახერხეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ამ დონის შეიარაღების შეძენა.
თუ მათ ეს საზღვარზე გადმოიტანეს მით უფრო რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ ბოლო, დროს სამართალდამცავების და სპეცრაზმელების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომ მათი მხრიდან ძალის გადამეტებას აქვს ადგილი, მეჩვენება მისი ხელმძღვანელობა სპეცოპერაციის დროს, საკმაოდ ბევრს ფიქრობს, ვიდრე მოქმედებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ტერორისტებთან დანებების შესახებ, რითაც კიდევ უფრო მეტი დრო დაიკარგა. ალბათ კითხვებზე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს პასუხის გაცემა მოუწევს, რატომ მივიდა სიტუაცია იქამდე, რომ სპეცოპერაცია დასახლებულ ტერიტორიაზე დაწყებულიყო და რატომ ვერ მოხდა დამნაშავე პირების გარეთ დაკავება, მოსახლეობისთვის რომ საფრთხე არ შექმნილიყო”,-ამბობს “მეტრონომთან” კვახაძე.
ავტორი: ელზა პაპოშვილი