ლტოლვილის სტატუსის მაძიებლები თბილისში ვენიდან სპეცრეისით გამოუშვეს. რეიდმისიის ფარგლებში ავსტრიაში მცხოვრები ქართველები პოლიციამ ორი დღის წინ საოცხვრებელი სახლებდან გამთენიისას აიყვანა. ქართველებმა 48 საათი მათ სადეპორტაციო განყოფილებაში გაატარეს, რის შემდეგაც დღეს სპეციალური რეისით სამშობლოში გამოუშვეს.
ამ დროისათვის დეპორტირებული ქართველების რაოდენობა უცნობია, თუმცა, საუბარი ათობით ადამიანზეა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ლტოლვილის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, ავსტრიის საემიგრაციო სამსაუხრი მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციას ახდენს.