პროკურატურა დეტალებს აქვეყნებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს დღეს დაკავებული ეჭვმიტანილები 2012 წლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
“პატიმრებს იძულებით აშიშვლებდნენ და მათი ნების საწინააღმდეგოდ შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში, სადაც დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, გაუსაძლის მდგომარეობაში ამყოფებდნენ მრავალი დღის განმავლობაში” – აცხადებს გამოძიება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 800-მდე მსჯავრდებული, რომლებიც განთავსებული იყვნენ პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში. ყველაზე მკაცრი მოპყობის ფაქტები, გამოძიების მტკიცებით, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში ფიქსირდება.
შეგახსენებთ, დღეს პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2021 წლამდე პერიოდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულების და რუსთავის N6 დაწესებულების ხუთი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს.