ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა გახდა ოთარ მამფორიას ძეგლის გაუჩინარების მიზეზი

ქუთაისში “სამი ოთარის” ძეგლის კომპოზიცია მოქალაქეებს დაზიანებული დახვდათ, -ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოთარ მამფორიას ძეგლი მოიპარეს, თუმცა, როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ძეგლი რეკონსტურქციისთვის აიღეს, რადგან მისი ბრინჯაოში ჩამოსხმა იგეგმება.

“ოთარ მამფორია ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულის. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი. ოთარ მამფორიას ლექსებზე არაერთი სიმღერაა შექმნილი. მისი პიესები ანშლაგით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში და ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია შეტანილი.

შეგახსენებთ, სამი ოთარის ძეგლი საზოგადოების ყურადღების ქვეშ რამდენიმე წლის წინადაც მოექცა, როდესაც ძეგლის აღება და მის ადგილზე მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა. აღნიშნული ადგილობრივების პროტესტის შედეგად ჩაიშალა.”-ნათქვამია მასალაში.

ფოტო: “ნიუპრესი”

იტვირთბა....