საზოგადოება

როკმუსიკა და სპორტული ჟურნალისტიკა: ირაკლი კობახიძის უცნობი წარსული

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წლების წინ როკმუსიკით იყო გატაცებული, ასევე, სპორტული ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობდა, – ამის შესახებ ჟურნალი „სარკიდან” ხდება ცნობილი, სადაც ირაკლი კობახიძის დედის 19 წლის წინანდელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

“სარკეში” 1998 წელს დაბეჭდილ ინტერვიუში თამარ ზაალიშვილი თავის 20 წლის შვილზე საუბრობდა:

„ირაკლი ძალიან კარგი ბავშვი იყო, დამჯერი, ყოველთვის დიდის აზროვნება ჰქონდა. სწავლის პრობლემას თვითონ აგვარებდა. არ მახსოვს შემთხვევა, რაღაც ვერ გაეგო და დახმარება ეთხოვა. თავშეკავებულია, მშვიდი და სიტყვაძუნწიც.

ახლაც დამოუკიდებელია, ოცი წლის არის. გამოგვიცხადა, ვიწყებ სპორტულ გაზეთ „11/11“-ში მუშაობასო, წარმატებით მოღვაწეობს ამ სფეროში. გამოაქვეყნა ორი დიდი სტატია, მათ შორის- ქართული ფეხბურთის ფსიქოლოგიაზე.

მომავალი იურისტია, უნივერსიტეტში მეოთხე კურსზე სწავლობს. უყვარს მუსიკა, ფორტეპიანოსა და გიტარაზე უკრავს. ბაჩი ქიტიაშვილთან მეცადინეობდა. ახლა მოყვარულთა ანსამბლიც ჩამოაყალიბა“- აცხადებდა თამარ ზაალიშვილი.

წყარო “სარკე”

იტვირთბა....